17:46 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი „რეალის“ შესახებ

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, გაამხილა, როგორი მოლოდინებით გადადიოდა 2014 წლის ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნიდან" მადრიდის „რეალში."

„როდესაც მადრიდში ჩავედი, ვფიქრობდი: ტიტულებს და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ - მეთქი. ბევრს ველოდი, მაგრამ ამდენს არა. დიდი კლუბიდან მივედი, იმ იდეით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებდი უმაღლეს დონეზე, ჩემს ადგილს დავიკავებდი და სრულად გამოვავლენდი საკუთარი უნარებს, ასეც მოხდა.“- ციტირებს კროოსის სიტყვებს Marca. „რეალთან“ ერთად ნახევარმცველმა ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ გახდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, სამჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა. ჯამში, კროოსმა მადრიდელებთან ერთად 20 ტიტული მოიგო.

0.116881