ფეხბურთი

14:49 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური ფეხბურთის და "ინტერის" ლეგენდა, ლუის სუარესი გარდაიცვალა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ლუის სუარესი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო დღეები მილანში გაატარა.

ლუის სუარესი ლა კორუნიაში დაიბადა, კარიერაც „დეპორტივოში“ დაიწყო, შემდეგ კი სახელი „ბარსელონაში“ გაითქვა. 1961 წელს „ინტერში“ გადავიდა, სადაც ყველაფერი მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა თასი, ხოლო მისი კარიერის ბოლო კლუბი 1970-1973 წლებში „სამპდორია“ იყო. ესპანეთის ნაკრებში მის აქტივში 32 მატჩი და 14 გოლია.

სუარესი 1960 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა (1961 და 1964 წლებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 1965 წელს მესამეზე). 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებში, ხოლო 1964 და 1965 წლებში ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „ინტერის“ რიგებში.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სუარესმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ის იყო „ინტერის“, „დეპორტივოსა“ და ესპანეთის ნაკრების თავკაცი სხვადასხვა წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111035