ფეხბურთი

20:06 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: კიმ მინ ჯე „ბაიერნში“ გადავიდა

„ნაპოლის“ 26 წლის მცველი, კიმ მინ ჯე, მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, „ბაიერნმა" უკვე გაააქტიურა მცველის შეძენის ვარიანტი, რის შედეგადაც „ნაპოლი" სამხრეთ კორეელ ფეხბურთელში დაახლოებით 50 მილიონ ევროს მიიღებს. კიმმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია. რჩება წვრილმანები, რომლის შემდეგაც გარიგების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი „ბაიერნთან“ 2028 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მიუნხენურ კლუბში ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

სამხრეთ კორეელი მცველი გასულ სეზონში „ნაპოლის“ ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა, ნეაპოლურმა კლუბმა იტალიის სერია A მოიგო. კორეელმა 35 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.131396