ფეხბურთი

19:15 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ამხანაგურ შეხვედრაში

გრაცის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგურ მატჩში სლოვაკური „ტრნავა“ 4:0 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კი ითამაშა და გოლიც გაიტანა. ოთარმა 43-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო შემდეგ მესამე გოლის კომბინაციაშიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ „შტურმმა“ გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ავსტრიის თასიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.124845