გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა თქვა, რომ გერმანულმა ფეხბურთმა თავისი სტილი დაკარგა, რამაც კრიზისი გამოიწვია.
ბასტიანის აზრით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა.
„როდესაც ის გერმანიაში ჩამოვიდა, ყველამ დაიწყო მისი მსგავსი სტილის ფეხბურთის თამაში, რომელიც მოკლე პასებისგან შედგებოდა. საბოლოოდ, ამან ჩვენი ღირებულებების დაკარგვა გამოიწვია. სხვები გერმანიას ყოველთვის თვლიდნენ მებრძოლ გუნდად, რომელიც ბოლო წამამდე დარბოდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი იდენტობა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, უფრო მეტად პასებზე ორიენტირებული გავხდით“, - თქვა შვაინშატიგერმა.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად 2013-2016 წლებში მუშაობდა.