ფეხბურთი

12:40 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ანდრე ონანაზე შეთავაზება გაზარდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მილანის „ინტერის“ მეკარის ანდრე ონანას შეძენას აპირებს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

Sportitalia იტყობინება, რომ ინგლისელებმა იტალიელებს შეთავაზება გაუზარდეს და მზად არიან კამერუნელ მეკარეში ბონუსების ჩათვლით 55 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ წინადადებას კი იტალიელები სავარაუდოდ დათანხმდებიან.

ასე რომ, ონანა დიდი ალბათობით „წითელ ეშმაკებში“ გადავა, სადაც ერიკ ტენ ჰაგთან იმუშავებს, რომელსაც ამსტერდამის „აიაქსიდან“ ძალიან კარგად იცნობს.

აღსანიშნავია, რომ იტალიური მედია ერთი ხანობა ონანას მემკვიდრედ გიორგი მამარდაშვილს ასახელებდა, მაგრამ ბოლო ცნობებით სიტუაცია შეიცვალა. ახლა „ინტერის“ მთავარი სამიზნე დონეცკის „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების მეკარე ანატოლი ტრუბინია, რომელიც 10-15 მილიონი ევრო ღირს, გაცილებით იაფი, ვიდრე ქართველი კარის დარაჯი, რის გამოც იტალიელები აქცენტს უკრაინელის ტრანსფერზე აკეთებენ. გარდა ამისა, "ინტერის" კიდევ ერთი არჩევანი იან ზომერია, რომელიც შეიძლება "ბაიერნში" სწორედ მამარდაშვილმა შეცვალოს.

0.112687