სხვა

23:19 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანის ვერცხლის მედალი მსოფლიო თასზე

პოლონეთის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მიმდინარე გათამაშებაზე, ხეცურიანმა ხმალში, მერვედფინალში გერმანელ ჰატერს 15:5 მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6 დაამარცხა. ხოლო ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ქსიაოს 15:12 აჯობა. ფინალური ბრძოლა ირმამ იტალიელ პასკუინოსთან 11:15 დაღმო და შესაბამისად მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში ეცდებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115888