ფეხბურთი

14:23 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მეისონ მაუნთი "მანჩესტერის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მესიონ მაუნთის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მაუნთი „წითელ ეშმაკებში“ 2028 წლამდე დარჩება, კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის საფუძველზე მხარეებს მისი განახლება ერთი წლით შეეძლებათ. „ჩელსიმ“ მეისონის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 8 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. მაუნთი "მანჩესტერში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

24 წლის ინგლისელი „ჩელსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და 195 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მას ორი სეზონი იჯარით არნემის „ვიტესსა“ და „დერბი ქაუნთიში“ აქვს გატარებული. ინგლისის ნაკრებში მეისონს 36-ჯერ აქვს ნათამაშები და 5 გოლის გატანა შეძლო.

0.132373