ფეხბურთი

14:46 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "მამარდაშვილს "ბაიერნში" გადასვლა სურს და მოლაპარაკებები მალე დაიწყება"

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო დღეს კიდე ერთ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, გიორგის „ბაიერნში“ გადასვლა სურს და უახლოეს მომავალში მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც დაიწყება:

„ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე კონკრეტულ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. ცნობილია, რომ მას „ბაიერნში“ გადასვლა სურს. კლუბი ჯერ კიდევ დაკავებული ჰარი კეინის ტრანსფერით, როგორც პრიორიტეტული მიზანი, მაგრამ ქართველი მეკარე სიაშია“, - წერს რომანო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ინტერსა“ და „მანჩესტერსაც“ უკავშირებენ. ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113717