თურქული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი არდა გიულერი მადრიდის „რეალში“ გადასვლას უახლოვდება. ამის შესახებ As-ი იტყობინება.
18 წლის ვუნდერკინდი აქამდე „ბარსელონასთან“ იყო ახლოს, მაგრამ ბოლო მომენტში უპირატესობა „სამეფო კლუბმა“ მოიპოვა, სადაც გადასვლის სურვილი თავად ფეხბურთელმა გამოთქვა.
დიდი შანსია, რომ ტრანსფერი შედგეს, მაგრამ „რეალი“ მზადაა არდა იჯარით ერთი სეზონის განმავლობაში „ფენერბაჰჩეში“ დატოვოს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
არდა გიულერი „ფენერბაჰჩეში“ 2021 წლიდან თამაშობს და 51 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო თურქეთის ნაკრებში 4 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.