ფეხბურთი

21:09 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: მამარდაშვილი და მისი აგენტი მიუნხენში არ არიან, "ბაიერნი" სხვა მეკარეებსაც აკვირდება

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის სფეროშია, მაგრამ ჯერ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

Sky Germany იტყობინება, რომ „რეკორდმაისტერს“ სხვა მეკარეებიც აინტერესებს, არა მხოლოდ მამარდაშვილი. იგივე წყარო იმასაც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამარდაშვილი მის აგენტ ლევან სეთურიძესთან ერთად მიუნხენშია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის დასტურად იმის თქმაც შეიძლება, რომ სეთურიძე დღეს თბილისში, „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩს დაესწრო, რომელიც საქართველოს სუპერთასის ფინალში გაიმართა.

Sky-ს ინფორმაციით, მანუელ ნოიერი ტრავმას იშუშებს, მაგრამ არავინ იცის, როგორ ფორმაში დაბრუნდება. ალეკსანდერ ნიუბელი და იან ზომერი კი კლუბის დატოვებას განიხილავენ. თუმცა, მამარდაშვილი „ბაიერნში“ ნოიერის შემცვლელად სამომავლო პერსპექტივაში განიხილება, მომდევნო სეზონში კი გერმანელი ისევ პირველი ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ინტერსა“ და „მანჩესტერსაც“ უკავშირებენ. ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119305