ფეხბურთი

12:55 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი" კეინს არ ეშვება

გერმანიის Sky-ის ცნობით, „ბაიერნი“ იმედოვნებს, რომ ზაფხულში „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს შეიძენს.

მიუნხენელები 29 წლის ინგლისელის თაობაზე მორიგ შეთავაზებას გააკეთებენ. „ტოტენჰემი“ არ აპირებს თავდამსხმელის გაყიდვას, მაგრამ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს „ტოტენჰემის“ თავკაცებს ფეხბურთელთან განშორებაზე.

თუ მოლაპარაკებები მაინც წარმატებით არ დამთავრდება, გერმანული კლუბი ფეხბურთელის გაფორმებას 2024 წლის ზაფხულში გეგმავს, როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდლია 2022/23 სეზონში თავდამსხმელმა გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 32 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემტევის კონტრაქტი მოქმედ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.114286