ფეხბურთი

23:30 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გივი კვარაცხელია: "გვყავს ბირთვი, რომლის იმედი მაქვს" - ჩემპიონთა ლიგაზე "სამეგრელოს" მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2023-24 წლების სეზონის - უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ქალთა საფეხბურთო კლუბი "სამეგრელო" მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სლოვენიური "მურა" კვიპროსული "აპოლონი" და მაკედონიური "ლჯუბოტენი" ერგო.

ჩხოროწყუს გუნდი ნახევარფინალში სლოვენიურ გუნდს შეხვდება. მატჩი სლოვენიაში 6 სექტემბერს გაიმართება.

წილისყის შედეგები და ჯგუფი WORLDSPORT.GE-სთან საუბარში "სამეგრელოს" მთავარმა მწვდთნელმა გივი კვარაცხელიამ შეაფასა. მისი თქმით, მესამე ჯგუფში თანაბარი დონის გუნდები არიან და შანსი იმისა, რომ "სამეგრელო" მომდევნო ეტაპე გავიდეს, დიდია.

“პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩხოროწყუს ამ დიდ წარმატებას. ჩვენ საქართველოს სახელი გაგვაქვს საზღვრებს გარეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

წილისყრით კმაყოფილი ვარ, ოთხივე გუნდთან შეიძლება შედეგზე თამაში. თუ სხვა ჯგუფებს გადავხედავთ, აგვცდა ისეთი გუნდები, როგორებიც: "ბენფიკა", "ანდერლეხტი" "ბიკი" და კიდევ ბევრი სხვა ძლიერი გუნდი.

რაც შეეხება "მურას", ჩვენ მათ 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ვეთამაშეთ. იმ თამაშში მწყერაშვილი, ბებია და აკობიძე მონაწილეობდნენ, რომლებიც ახლაც ჩვენ გუნდში არიან. მაშინ "ნიკეს" სახელით გამოვდიოდით და 0:4 წავაგეთ. მეტოქე ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდი იყო, ჰყავდათ სერბეთის, სლოვენიის და მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები. თუმცა, ის ქვეჯგუფი "ჰიბერნიანმა" მოიგო.

ჯგუში ფავორიტად ვერავის გამოვყოფ, ყველა ერთი დონის გუნდია. "სამეგრელოს" ჰყავს ბირთვი, რომლის იმედი მაქვს. მაგრამ, აუცილებლად გავძლიერდებით მაღალი კვალიფიკაციის 5-6 ფებურთელით.

გუნდში მოვიდა ჭიჭინაძე, ის არის ახალი-ძველი ფეხბურთელი. ლელა წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის წევრი იყო და ახლა ისევ დაუბრუნდა თავის სახლს. სხვა ახალწვეულებზე კი, მალე გაიგებთ.

თამაშები სლოვენიაში, 6-9 სექტემბერს გაიმართება. ჯერ ნახევარფინალი, მოგების შემთხვევაში კი ფინალი. მე-3 ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გავა. ნახევარფინალის წაგების შემთხვევაში კი მე-3 ადგილისთვის თამაში იქნება.

"წილისყრით კმაყოფილი ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. დანარჩენი კი სექტემბერში გაირკვევა", - გვითხრა კვარაცხელიამ.

აქვე გეტყვით, რომ "სამეგრელო" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. მიმდიდარე სეზონში კი 12 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113965