ფეხბურთი

19:33 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა

„დინამო ბათუმი“ საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში სამტრედიაში დაამარცხა ქუთაისის „ტორპედო“.

შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ბათუმელებმა 6-დან 6 პენალტი გაიტანეს, ხოლო გადამწყვეტი შეცდომა ირაკლი ბუღრიძემ დაუშვა.

მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასი განახლებული ფორმატით ტარდება, რომელშიც ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას. მეორე ნახევარფინალში დღეს „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდებიან. ფინალი კი 4 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063481