ფეხბურთი

10:49 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის „ინტერმა“ მთავარ მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნა

MLS-ის კლუბმა, „ინტერ მაიამიმ,“ რომელმაც ცოტა ხნის წინათ კონტრაქტები გააფორმა ლიონელ მესისთან და სერხიო ბუსკეტსთან, მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტის, ხერარდო მარტინოს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

„მოგესალმებით, ტატა!

MLS-ის წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული სპეციალისტი, რომელსაც „ბარსელონაში,“ პარაგვაის, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მალე შემოგვიერთდება.“ - წერია „ინტერის“ პრესსამსახურის ტვიტერზე.

60 წლის მარტინომ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოახერხა არგენტინულ და პარაგვაულ კლუბებთან მუშაობა (და მოიგო ორივე ქვეყნის ჩემპიონატები). „ბარსელონასთან“ ერთად 2013 წელს ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. 2018 წელს „ატლანტა იუნაიტედთან“ „ერთად MLS-ის ჩემპიონატი მოიგო და ამავე დროს წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.

მარტინომ გარკვეულ წარმატებებს ნაკრებებშიც მიაღწია - არგენტინის ეროვნულ გუნდთან ერთად ორჯერ მოიპოვა კოპა ამერიკის ვერცხლი (2015, 2016), ხოლო მექსიკის ნაკრებთან ერთად კონკაკაფის ოქროს თასი (2019) მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112998