ლეგენდარულმა რუდ გულიტმა, ნიდერლანდების ნაკრების ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ეროვნულ გუნდს ლიდერები არ ჰყავს.
„ვფიქრობ, ვან დეიკსა და დე იონგს ლიდერის თვისებები არ აქვთ. ფაქტობრივად, მათგან იმას ვითხოვ, რაც არ შეუძლიათ. მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ თამაშს.
მწვრთნელისთვის რთულია მოედანზე ლიდერების გარეშე მუშაობა. ვარაუდობდნენ, რომ ლიდერები ისინი იქნებოდნენ, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა.“ - განუცხადა De Telegraaf-ს ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.