ფეხბურთი

1:33 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლომ მუშაობა შესაძლოა სერია B-ში დაიწყოს

ანდრეა პირლო შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას სამშობლოში დაუბრუნდეს და „სამპდორიას“ მწვრთნელი გახდეს.

იტალიური მედიის ცნობით, გენუელთა რიგებში მუშაობაზე უარი თქვა ფაბიო გროსომ, რის შედეგადაც ლიგურიელები პირლოს ვარიანტზე გადაერთნენ. 44 წლის სპეციალისტი ამჟამად თავისუფალია და შესაძლოა, შეთავაზებას დათანხმდეს.

პირლო ბოლოს თურქულ „კარაგუმრუკში“ მუშაობდა, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობდა. მანამდე იტალიელმა სამწვრთნელო კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059514