ფეხბურთი

17:38 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძის ტრავმა მძიმე არ არის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში საეჭვოა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების და გორის „დილას“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე მძიმე ტრავმას გადაურჩა. ამის შესახებ „დილას“ ვებგვერდი წერს.

თავდაპირველად ეჭვი ჯვარედინი მყესის გაწყვეტაზე არსებობდა, რაც მძიმე ტრავმაა და შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვებას ნიშნავდა, თუმცა გამოკვლევებმა აღნიშნული საბედნიეროდ არ დაადასტურა. ნიკას მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება იგი სავარჯიშო პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ მყესი გაწყვეტილ არ არის, სარეაბილიტაციო პერიოდი მაინც რამდენიმე დღეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გაგნიძემ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ორივე თამაში ჩაატარა, ტრავმა კი მას შემდეგ მიიღო, რაც ლუის ოპენდა დაეჯახა და მოედანი საკაცით დატოვა.

0.12915