ფეხბურთი

19:10 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპსი "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოხვდა

მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტიდან“ კალვინ ფილიპსის ტრანსფერზე ფიქრობს. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.

გერმანული გუნდი დაინტერესებულია 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერით, რომელსაც „მანჩესტერ სიტიში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს.

ფილიპსი „სიტის“ გასულ ზაფხულს „ლიდსიდან“ შეუერთდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და მხოლოდ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია.

„ბაიერნის“ გარდა, ფილიპსის გადაბირებით „ვესტ ჰემ იუნაიტედიც“ არის დაინტერესებული, სადაც დეკლან რაისის შემცვლელს ეძებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113532