ფეხბურთი

14:52 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-მ სეზონის საუკეთესოდ კვარაცხელიას გოლი დაასახელა (+VIDEO)

სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინა და რა თქმა უნდა, ის ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ კვარამ შედევრი შექმნა. სწორედ ეს გოლი დასახელდა სეზონში საუკეთესოდ.

ამრიგად, ხვიჩა სერია A-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო გოლის ავტორიც. გარდა ამისა, სამჯერ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ, უეფამ კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113083