ფეხბურთი

14:16 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" რაფაელ გერეირო უფასოდ დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ რაფაელ გერეიროს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის პორტუგალიელი „რეკორდმაისტერს“ „დორტმუნდიდან“ უფასოდ შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„როდესაც „ბაერნიდან“ დამიკავშირდნენ, გადაწყვეტილება მაშინე მივიღე. ჩემთვის პატივია ამ დიდ კლუბში თმაში და ასევე ძალიან ვაფასებ ტომას ტუხელს, რომელთანაც გარკვეული პერიოდი „დორტმუნდში“ გავატარე. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სურს ბურთი ჰქონდეს, თამაშის კონტროლი და მომენტების შექმნა მიყვარს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო, ეს „ბაიერნის“ ფილოსოფიაა“, - თქვა გერეირომ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ გერეირო „დორტმუნდში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 224 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მან კარიერა საფრანგეთში დაიწყო, სადაც ჯერ „კაენის“ და მერე „ლორიენის“ ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ნაკრებში კი 64 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109823