„ნაპოლის" მცველი, კიმ მინ ჯე, „ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა, - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა 50 მილიონი ევრო იქნება. სამხრეთ კორეელი მცველი ახალ გუნდში ჯამაგირად წელიწადში 10-დან 12 მილიონ ევრომდე მიიღებს.
კიმ მინ ჯემ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა. ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.