ფეხბურთი

19:10 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ ტონი კროოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გერმანული ფეხბურთელი მომდევნო სეზონსაც ესპანურ გრანდში ითამაშებს.

კროოსის კონტრაქტი 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ ახალი შეთანხმებით ის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა. ამრიგად, 33 წლის ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ მაისურით მეათე სეზონს ჩაატარებს.

ტონი კროოსი „რეალმა“ 2014 წელს დაიმატა და 417 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი. გერმანელი მანამდე სამშობლოში, „ლევერკუზენსა“ და „ბაიერნში“ თამაშობდა.

0.133259