ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად „დინამო ბათუმის“, „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მეტოქეები გაირკვა.
„დინამო ბათუმი“ განთესილი იყო, მეტოქედ კი ალბანური „ტირანა“ ერგო. ეს გუნდი მიმდინარე საუკუნის დასაწყისსა და გასულის მიწურულს „დინამო თბილისს“ რამდენჯერმე შეხვდა. პირველი მატჩი ალბანეთში გაიმართება, საპასუხო - ბათუმში.
ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც განუთესავი იყო, ბოსნიურ „სარაევოს“ შეხვდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში, საპასუხო კი სარაევოში შედგება. სხვათა შორის, ბოსნიურ გუნდში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი თამაშობს.
გორის „დილაც“ განუთესავი იყო, მისი მეტოქე კი სლოვაკური „დუნაისკა სტრედა“ იქნება, რომელმაც 2018 წელს „დინამო თბილისი“ დაამარცხა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი ჯერ გასვლაზე ითამაშებს, მერე - შინ.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 13 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი ერთ კვირაში, 20 ივლისს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისს“ მეტოქედ ყაზახეთის ჩემპიონი „ასტანა“ ერგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა აზრი აქვს ვის შეხვდებიან მაინც ყველა იხმარს ამ ნახირ გუნდებს. არ ჯობია ცოტა ძლიერმა მოუგოს ვიდრე ფარერების გუნდმა. დინამოს ყაზახები გაააპობენ რასაც ქვია
თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს ესეთი მეტოქეები უეჭველი უნდა გავაგდოთ
ნუ აქ წუწუნს აზრი აღარ აქვს, არ არის გადაულახავი ბარიერი სამივე მეტოქე
ყველა მეტოქე უხერხული შეგვხვდა
მთავარია თამაშების წინ რძეზე ლუდი არ დავაყოლოთ რომ დიდად არ ჩავიჯვათ
ბიჯო ეს დედამიმუტლული ყველა გუნდს რომელიც ნორმალური იყო ის დაეჯახა