ფეხბურთი

11:26 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხარიხა და შემდეგ პენალტი ბოლო წუთზე: "ალავესი" ლა ლიგას დრამით დაუბრუნდა (+VIDEO)

„ალავესი“ მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს. სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში „ლევანტესთან“ დრამატულად მოიგო და ელიტას დაუბრუნდა.

ამ გუნდები პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის ძირითადი დრო. დამატებითი დრო დაინიშნა, ბოლო, 123-ე წუთზე „ალავესმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც 129-ე წუთზე შესრულდა და სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

სხვათა შორის, პენალტამდე ერთი წუთი ადრე „ლევანტემ“ ბურთი ხარიხას გაარტყა... ასე და ამგვარად, „ლევანტე“ დრამატულად დამარცხდა, ხოლო „ალავესი“ ლა ლიგაში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110521