ფეხბურთი

1:49 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "მიუღებელია, რომ სახლში 2000 ქართველი იყო და ჩვენი ქომაგი კი მხოლოდ 500"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი ლარნაკაში გულშემატკივრების პასიურობით გულდაწყვეტილი იყო.

„მთავარი ისაა, რომ თამაში წავაგეთ. ვფიქრობ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფრეს ვიმსახურებდით. მეტოქე უფრო ხარისხიანი და ტექნიკური იყო.

საქართველოს წინააღმდეგ თამაში? ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. თითქმის 35 წელია კვიპროსში ვცხოვრობ და ვცდილობ, კარგად გავაკეთო ჩემი საქმე. სირთულეები და პრობლემები ბევრია. მიუღებელია, რომ სახლის თამაშში ქართველებს 2000 გულშემატკივარი ჰყავდათ და ჩვენ კი 500. სამწუხაროდ, ფეხბურთელები ამან დააზარალა. როცა ეროვნულ ნაკრებს პატივს არ სცემ, შენს მხარეს არც იღბალი იქნება. ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს, ბავშვებმა ბავშვობიდანვე უნდა ისწავლონ ეროვნული ნაკრების სიყვარული.

ნორვეგიასთან კიდევ ერთი რთული მატჩი გვაქვს. მათ დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, თან დღეს წააგეს და გამარჯვება უნდათ. დავისვენებთ და სათანადო მოვემზადებით, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110868