ფეხბურთი

20:40 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" კიმის ტრანსფერთან ახლოსაა

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან ახლოსაა. აქამდე აზიელ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, უპირატესობა გერმანულმა გრანდმა მოიპოვა.

„ბაიერნი“ მზადაა კიმის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და მის აგენტებთან წინასწარი შეთანხმებაც მიღწეული აქვს. პირადი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კიმ მინ-ჯე „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 44 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113611