ფეხბურთი

10:08 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

118 წლის განმავლობაში, ნიდერლანდების ნაკრებმა საშინაო ოფიციალურ მატჩში ოთხი გოლი პირველად გაუშვა

118 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ნაკრებმა შინ ოფიციალურ მატჩში ოთხი გოლი პირველად გაუშვა - წერს MisterChip.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ხორვატიასთან დამარცხდა (2:4).

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა. დონელ მალენისა და ნოა ლანგის გოლებს ხორვატებმშა ანდრეი კრამარიჩისა და მარიო პაშალიჩის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს. დამატებით დროში კი ხორვატიამ ბრუნო პეტკოვიჩისა და ლუკა მოდრიჩის გოლებით გაიმარჯვა.

ხორვატიის მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ხუთშაბათს, 15 ივნისს, იტალიისა და ესპანეთის თამაშში გაირკვევა. ერთა ლიგის ფინალური მატჩი 18 ივნისს გაიმართება.

0.116267