ფეხბურთი

11:00 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "ოსიმენის გარეშე "ნაპოლიში" იურგენ კლოპიც ვერაფერს მიაღწევდა"
"ნაპოლიში" მწვრთნელზე მეტად ოსიმენის მომავალი უნდა აწუხებდეთ"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ახალ მწვრთნელზე მეტად ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე უნდა ინერვიულონ.

„გულშემატკივართა ნაწილს „ნაპოლიში“ მაურიციო სარის დაბრუნება სურს? არა მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს. ისინი, ვისაც სარის დაბრუნება უნდათ, ცდებიან, როგორც მაგალითად, ცდები, როცა გიყვარდება ქალი, რომელიც 80 წლისაა: რა აზრი აქვს? მწვრთნელზე მეტად „ნაპოლიში“ ოსიმენის მომავალი უნდა აწუხებდეთ. ნიგერიელის გარეშე „ნაპოლიში“ იურგენ კლოპიც კი ლუჩანო სპალეტიზე უარეს შედეგს აჩვენებდა. ჩემი აზრით, გუნდში რომელიმე ყოფილი მწვრთნელის დაბრუნება დიდი შეცდომა იქნება“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „ლაციოში“ მუშაობს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და მისი დაბრუნების შესახებ მედიაში საუბარიც არ ყოფილა. ამჟამად „აძურის“ ყველაზე ხშირად კრისტოფ გალტიეს, პაულუ სოუზას, პაულუ ფონსეკას და რუდი გარსიას უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110384