ფეხბურთი

17:21 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლებას არ აპირებს და მისი წასვლის შანსი იზრდება

„ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე ვიქტორ ოსიმენმა უარი თქვა. ამის შესახებ Il Mattino იტყობინება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელის აგენტმა კლუბს უარი განუცხადა ხელშეკრულების განახლებაზე, რომელიც 2025 წელს იწურება. ეს კი ნიგერიელის „აძურიდან“ მიმდინარე ზაფხულს წასვლის შანსს ზრდის.

ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენში მინიმუმ 150 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და აფრიკელს 120 მილიონადაც შეელიოს. დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან „პარი სენ ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.

გერმანელთა შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხოლო პსჟ თავდამსხმელს ეძებს, არც ფინანსური პრობლემები აქვს. ამიტომ, ოსიმენის საფრანგეთში დაბრუნება ალბათ უფრო რეალურია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა, სერია A-ში კი 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.112734