ფეხბურთი

20:08 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ნახევარმცველი "ჰერტაში" გადადის

„ნაპოლის“ ნახევარმცველი დიეგო დემე სამშობლოში ბრუნდება და კარიერას „ჰერტაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

31 წლის ფეხბურთელი თანახმაა, ბერლინში გადაბარგების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს და მომდევნო სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გაატაროს. დემე ლუჩანო სპალეტის პერიოდში სათადარიგო მოთამაშედ იქცა, მაშინ, როდესაც მანამდე სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

დიეგო დემემ „ნაპოლიში“ 2020 წლის იანვრიდან დღემდე 89 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, 4-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110262