ფეხბურთი

10:09 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერ მაიამიმ“ მესის ხელმოწერიდან 12 წუთში ინსტაგრამზე 1 მილიონი გამომწერი დაიმატა

ამერიკული MLS კლუბმა, „ინტერ მაიამიმ,“ რომელმაც გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ, ინსტაგრამზე 12 წუთში 1 მილიონი გამომწერი დაიმატა - გვამცნობს Sportskeeda.

შეგახსენებთ, „ინტერის“ შეთავაზების მიღებამდე, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელმა უარყო „ბარსელონასა“ და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალის“ წინადადებები, რომლებიც ფეხბურთელს ორი წლის განმავლბაში 1,2 მილიარდ ევროს დაჰპირდნენ.

არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა 21ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110759