ფეხბურთი

11:00 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღეს

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე უარი თქვა. მიზეზი ნიგერიელი ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ფასია. "რეკორდმაისტერის" საპატიო პრეზიდენტის, ული ჰიონესის თქმით, „ბაიერნს“ ოსიმენის შეძენა არ შეუძლია.

„კეინი? არა, მაგრამ ცხადია, რომ ფორვარდს ვეძებთ. კოლო მუანი კარგი ფეხბურთელია, ასევე ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ ჩემი აზრით, მისი შეძენა ჩვენთვის შეუძლებელია“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენს დაახლოებით 150 მილიონ ევროდ აფასებს, რის გამოც გერმანული გრანდი ნიგერიელისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

0.116724