ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე, „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „უმასპინძლა,“ 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს უძველეს პრიზს - ინგლისის ასოციაციის თასს.
ამგვარად „სიტიმ,“ მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის მოგებას ქვეყნის თასიც მიამატა და თუ 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერსაც „ დაამარცხებს, ისტორიულ თრებლს შეასრულებს, რაც სეზონის განმავლობაში სამი ტიტულის მოგებას ნიშნავს.
მატჩი იმით დაიწყო, რომ „ქალაქელთა“ კაპიტანმა, ილკაი გიუნდოგანმა, უკვე მე-12 წამზე (!) გახსნა აგარიში, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა მარჯვენა მაღალ კუთხეში. ეს გოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ასოციაციის თასის ფინალების ისტორიაში..
33-ე წუთზე უკვე „იუნაიტედის“ კაპიტანმა, ბრუნუ ფერნანდეშმა გაათანაბრა პენალტით.
ტაიმი ასე დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი ისევ გიუნდოგანმა გამოიჩინა თავი, დუბლი მიითვალა და თავისიანები დააწინაურა - 2:1. ორივე საგოლე გადაცემა კევინ დე ბრუინის ანგარიშზეა.
ინგლისის თასის ფინალი
„უემბლი.“ 3 ივნისი
სიტი - მანჩესტერი 2:1
1:0 გიუნდოგანი (1), 1:1 ფერნანდეში (33 პენ), 2:1 გიუნდოგანი (51)
სიტი: ორტეგა, უოკერი, აკანჯი, სტოუნზი, დიაში, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი (ფოდენი 76), გრილიში (აკე 89), ჰოლანდი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი (მაკტომინეი 83), ვარანი, შოუ, კაზემირო, ფრედი, ბრუნუ ფერნანდეში, ერიკსენი (გარნაჩო 62), სანჩო (ვეგჰორსტი 78), რაშფორდი
მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი
მსაჯი: პოლ ტირნი
გაფრთხილება: ორტეგა (81), როდრი (90); ვან-ბისაკა (45+4), ფრედი (79)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვარდიოლა არის ნომერპურველი მწვრთნელი, მაგას ბაზარი აღარ უნდა, გინდ წააგოს ეს ფინალი
გვარდიოლას გადამკიდე სხვანაირათ ვეღარც ვფიქროფ
ბარსა არ ვიცი მაგრამ სიტის ჰეგემონია კიდევ კარგახანი იქნება, განსაკუთრებით ინგლისში
ე ბიჯო დაეტყო ჰაჩიმურას ცაგარელის სკოლა,სერიოზული ხილვები ქონია,სიტის ჰეგემონია დაემხობაო,ინგლისში ისევ ქვას-ქვაზე არ დატოვებსო,მაგრამ ევროპაში გუნდები რიგში არიან ჩამდგარი ბარსელონას რომ დაახტნენო,ფრთხილად იყავი ჰაჩიმურ,რომელიმე ლაიფციგი ან ლაციო არ ჩამოგიხტეთ შიგ მონჟუიკზე!
ანუ ახალი სისხლი სჭირდება გუნდს, მშიერი ხალხი უნდა მოვიდეს აქ ვისაც არაფერი ჯერ არ აქვს მოგებული, რომ მოტივაცია ქონდეს
ამათმა ხო ტვინი მო.ნეს, იმედია ინტერი ჩაამწარებს ფინიშს))))
ხოდა ჩაუმწარონ თუ თავი აქვთ
თვითონ პსჟს პროექტი იყო არასწორი, ვერ დაავალდებულეფ მესის ან რამოს ნეიმარს ბოლომდე თამაშს, კარიერაში როცა თითქმის ყველაფერი გაქ მოგებული და მერე აქ გადმოდიხარ დიდი ხელფასზე, იასნია მარტო ფულის კეთებაზე ფიქროფ
მიხვდნენ პარიზში მაგას რომ ფულის გამოა ხალხი მანდ.ამიტომ გაისად სრულიად ახალი პსჟ იქნება
მბაპე სად მიდის, ეგეც საინტერესოა, წასვლა რომ უნდა ეს ეგ უეჭველია
22 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ეკიტიკესნაირი მზე ფორვარდი ძლიერი გუნდის სასტარტოში არ მახსენდება)))
სამომავლოდ იმედი რომ აქვთ თან მაგისი ეგ უფრო სასაცილოა)))
მანამდე ფულის მოხვეტაც არ აწყენდა
ბოლოს ალბათ მაინც ბარსაში წავა, კარიერას სხვაგან არ დაასრულებს და
მესის ბოლო პარიზული თამაში იწყება და ჩავუჯდები,იქნებ დღეს მაინც არ იაროს მინდორზე და ცოტა მოინდომოს)))
კავანის და ლავეცის დროინდელი პსჟ უფრო მომწონდა, ეს ძაან ფულის დაზგა გუნდი გახდა
ამიტომ რაც არ უნდა ეცადონ შეიხები და მეიხები,რეალს და ბარსას მაინც ვერ დააგდებენ ძირს თუ თვითონ ლა ლიგა არ დააგდებს ბარსას(რეალს არ შეეხებიან ვიცით კარგად).ფეხბურთელები ნახევარ ხელფასს და მაინც ბარსას ამჯობინებენ ვიდრე სხვა გუნდს
პსჟ სულ პირიქითაა, ვისაც ფულის მოხვეტა მოუნდება ყველა მანდ მიდის, და შედეგიც სახეზეა
ობამეიანგს ბოლო 4 წელიწადში ბარსელონას 4 თვის გარდა ფეხბურთი არ უთამაშია.რომ გაუშვეს გუნდიდან ცოცხალმკვდარი წავიდა ტიპი და ჩაიკარგა ისევ.ფეხბურთელი მარტო ფულისთვის არ უნდა თამაშობდეს,კონკრეტულ გუნდში თამაში უნდა უნდოდეს.
დეიონგს აწვებოდნენ როგორ და ვერ გააგდეს ტიპი გუნდიდან)))ბარსა არის ოცნება თითქმის ყველა ფეხბურთელის(ისევე როგორც რეალი).ვერცერთი სხვა გუნდი ვერ მივა სახელით მაგ ორ გუნდთან.რაფინიამაც რეები აკეთა რომ ბარსაში მოხვედრილიყო და არა მაგალითად ჩელსიში
ლევანდოვსკიმ ბაიერნი დატოვა ბარსას გამო.რა ბაიერნი რა ბარსას გამო.კრისტინსენზე კუნდუზე და ასეთ ხალხზე აღარ მაქვს საუბარი.კუნდემ ოცი გუნდი გაისტუმრა უარით და კვირეები ელოდა ბარსას სანამ პრობლემა მოგვარდებოდა.
პროსტო იცი რა გამოჩნდა ამ პერიოდში,აი მართლა რამდენი ფეხბურთელი მიდის ბარსაში მიუხედავად იმისა რომ ამდენი პრობლემაა გუნდში ბოლო წლებში.სიტიდან მიდის ხალხი ბარსაში(შარშან ბერნარდოს უნდოდა წელს გუნდოგანი წავიდა უკვე),სხვა გუნდებზე ხო ლაპარაკიც აღარაა.სიტის ახალ კონტრაქტზე თქვა გუნდოგანმა უარი და წავიდა ბარსაში.ანუ როგორი აწყობილი გუნდიდან,დღეს ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდიდან წავიდა კაცი სხვა გუნდში.ეგაა სახელი,ბრენდი და ეგაა ის რომ ბარსაში თამაში ხალხის ოცნებაა
მადაზე მოსული გვარდიოლას გაჩერება უფრო რთული იქნება, გაისადაც მე ვერ ვხედავ გუნდს ვინც ამათ კონკურენციას გაუწევს
არაუხო-გავის დარეგისტრირებაზეც კი პრობლემა შეიძლება შექმნილიყო ალბა-ბუსკეცი რომ არ წასულიყო.შუა სეზონში დაარეგისტრირეს გავი და უჩივლა რეალმა,ისევ ბარსა ბ-ში დააბრუნებინეს.ეგრე ებრძოდეს ზოგადად ქვეყანა კონკრეტულ გუნდს არ მახსოვს.ბართომეუს შეგზავნა და კლუბის დაქცევა აღარ აკმარეს,ამ ახალი პროექტისიც კი ეშინიათ
მაგრამ მაგდენი ტრანსფერისთვის არც ფული აქვს ბარსას და არც ლა ლიგა არ დაუშვებს.იმენა შეუკიკინეს გუნდს,უფასოდ დამატებულ ფეხბურთელებს არ აგესტრირებინებენ.რეალს 100-150 მილიონიანი ტრანფერების უფლება,დარეგისტრირებაზე ხო ნოლი პრობლემა და ბარსამ თურმე მთელი გუნდი უნდა გაყიდოს ერთი კაცი რომ დაიმატონ ვინმე.აქამდე არც იცოდა ხალხმა ფეხბურთელის რეგისტრაციის პრობლემა თუ შეიძლება ქონოდა ბარსელონას დონის გუნდს.იმენა შეუკიკინა ტებასმა და პერესმა.ის ბელინგემს ყიდულობს,მბაპეც უნდა,მანამდე ჩუამენ-კამავინგებში რა ფული იხადა და ნოლი პრობლემა,ამას უფასოდ დამატებულ ფეხბურთელებზე ედავებიან
თუ გვარდიოლამ ტრიპლეტი დადო, შემდეგ სეზონში მადა უფრო გაეხსნება, ახალ ახალ რეკორდებზე წავა, უფრო რთული იქნება მაგის შეჩერება
თუ ვერ დადო მაშინ რა იქნება?)))
ფერან ტორესს და ანსუს უნდა გააჯმევინონ და თუნდაც მანე მათ ადგილზე კარგი იქნება
შემდეგ სეზონიდან რათქმაუნდა ხავის მეტს მოთხოვენ ლიგაზე, მაგრამ გააჩნია ვის მოიყვანს გუნდში და ვის გაუშვებს, როგორი სასტავი ეყოლება, ეგრე არარი აპრიორი დაავალდებულო ვინმე რომ ლიგა მოიგოს
ლიგაზე კიდე ძაან რთულ ჯგუფში მოხვდა, ინტერი და ბაიერნი რომ გყავს, ნებისმიერი გუნდი შეიძლება ჩარჩეს
შენ ბარსას ესე ძაან ცუდათ ნუ უყურებ, პირველი სეზონი ხავის ესეთი სასტავით მეტი რა ექნა, უშანსოდ მოუგო რეალს ლალიგა
ცუდათ რატომ ვუყურებ?პირიქით დალაგებული გუნდია წინა წლებთან შედარებით.დაცვის ხაზია დალაგებული და ცენტრსაც ასე თუ ისე ყავს პატრონი.გაისად უკეთესი პატრონი ეყოლება მაგ ცენტრს.რეალურად ამ ბარსელონას პრობლემა არის მარჯვენა მცველი(კუნდე არაა მაინც მარჯვენა მცველი რაც არ უნდა კარგად თამაშობდეს) და მარცხენა ვინგერი.მესი-გუნდოგანი ბონუსია)))ბუსკეცის შემცვლელად კიმიხი იქნება სუპერი
სიტიდან გუნდოგანი-ბერნარდო მიდიან,მასე მარტივად არ გამოვა მაგათი შემცვლელის ნახვა.დებრუინსაც აღარ შეუძლია მაგდენი სირბილი,ეხლაც ცვლის თამაშების დროს.გაისად ასეთი მონსტრი სიტის ალბათობა არც ისე დიდია და ეს ბარსელონა რაც ქვემოთ დავწერე,შეძლებს მასეთი სიტის დაგდებას.სხვა გუნდებს არც განვიხილავ კონკურენტად
ბაიერნი იცლება და ამიტომ არ მიმაჩნია დიდ კონკურენტად ქვემოთ ჩამოთვლილი ბარსასთვის.ერნანდესი გნაბრი სანე მანე პავარი და შეიძლება კიმიხიც კი გაუშვან.იგივე კიმიხი შეიძლება ბარსაში მოხვდეს და ამრაბატი ვიღას რაღად ენდომება ეგ რომ მოხდეს.თუ გაინძრა ბარსა მანეც შეიძლება დაითრიოს მარცხენა ვინგერად და არც პავარი იქნება მარჯვენა მცველად ცუდი.მოკლედ ვნახოთ რა და როგორ მოხდება ზაფხულზე
მესის გარეშე ეს ბარსელონა ლიგას ვერ მოიგებს.ჯგუფიდან ვერ გადიან და რომელ მოგებაზეა ლაპარაკი.ხოლო ოდნავ ნორმალური გუნდი თუ შეკრიბეს ლეოს გარშემო(პირველრიგში დაცვის ხაზის დალაგება და არა ისე როცა მინგესა დესტი ლენგლე პიკე და ათასი მზე რომ იყო გუნდში) ერთ გაბრძოლებას აუცილებლად გააკეთებს ლიგაზეც.სადაც არგენტინა გახადა მსოფლიოს ჩემპიონი,იქ ამ ბარსელონასთვის ლიგის მოგება არაფერია მოტივირებული მესისთვის
სიტის რაც შეეხება,ამ მომენტისთვის უკენკურენტოა მსოფლიოში მაგრამ მომდევნო სეზონისთვის იგივე ბარსელონას შეუძლია მაგათთვის კონკურენციის გაწევა თუ ნორმალურ სატრანსფერო ფანჯარას ჩაატარებენ.ფრენკი ამრაბატი პედრი გავი გუნდოგანის ხუთეული ცენტრში,არაფრით ნაკლები არ იქნება სიტიზე.იქ ლეოც თუ დაბრუნდა შეტევის ხარისხიც მოიმატებს ისევე როგორც ცენტრისი,ლეოს კრეატივი მაინც ცენტრიდან წავა რაც შეტევასაც დაეხმარება და ცენტრსაც.დაცვის ხაზში მარჯვენა მცველია მოსაყვანი,კანსელო დახატავდა და მარცხენა ვინგერიც არ აწყენდათ.მოკლედ მესი გუნდოგანი კანსელო ამრაბატი მარცხენა ვინგერი და გაისად ბარსელონა სიტიზე ნაკლები არ იქნება
სავარაუდოდ ინიგო მარტინესიც მიდის ბარსაში უფასოდ, რაც გარსიას გაჯმევინებას უნდა ნიშნავდეს დიდი ალბათობით.
შტეგენი
კანსელო არაუხო კუნდე ბალდე
ფრენკი
პედრი გუნდოგანი
ლეო ლევანა დემბელე
ბარეული დაახტეს ამ გუნდს
სუბიმენდი და რუბენ ნევეში რომლებზეც იწერება არცერთი არ მიმაჩნია ბუსკეცის შემცვლელად.ამრაბატი ჯობია მაგათ ასი თავით.მთავარი შემცვლელი ბუსკეცის მაინც ფრენკი უნდა გახდეს და სკამისთვის ამრაბატიც იდეალური ვარიანტია
პენალტი რის გამო დადეს სიტის კარში აქამდე ვერ გავიგე)))მაინც მოიგეს ისე რომ დიდი ძალები არ დაუხარჯავთ.გუნდოგანი მართლა მაგარ ფორმაშია ბოლოდროს და ნაღდად მაღალი დონის ფეხბურთელია,სერიოზულად გამოადგება ბარსას მაგრამ ერთი ცუდი მაინც არის,33 წლისაა და დიდიხანი ვერ ითამაშებს კარგად.
თუმცა სამომავლოდ ბარსა ვისზეც აკეთებს აქცენტს კი ვიცით ყველამ,ვგულისხმობ პედრი-გავის დუეტს და სანამ ეგენი ჩამოყალიბდებიან მანამდე კი ითამაშებს გუნდოგანიც მაღალ დონეზე.2-3 წელი გუნდოგანი მარტივად ითამაშებს მაღალ დონეზე და მერე პედრი-გავის დუეტმა მთლიანად უნდა აიღონ ცენტრის სადავეები ხელში.ეხლა ბერნარდოში 70-80 მილიონის გადახდას(არც აქვს ფული ბარსას),უფასოდ გუნდუგონი ასჯერ ჯობია.მომდევნო სეზონისთვის სერიოზული ცენტრი ეყოლება ბარსას,ფრენკი პედრი გავი გუნდოგანი და იმედია ტიპიურ საყრდენზეც იჩალიჩებენ ბუსკეცის შემცვლელად.ამრაბატიც კი არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი
ბარსას მაგარი შენაძენი ექნება გუნდოგანის სახით, მართლა სასწაულ ფორმაშია
ცხოველები არიან რა უნდა დაუპირისპირო ამათ რომ დაამარცხო, ალბათ ტრიპლეტს დადებენ, და გვარდიოლა გახდება საუკეთესო მწცრთნელი ყველა დროის
ნუ მე ისედაც ვთვლი საუკეთესოდ, უბრალოთ ლიგის მოგებით ეგ თემა უკვე საბოლოოთ დაიხურება