ჭიდაობა

15:51 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ბერძნული-რომაული სტილით U20 მოჭიდავეთა ნაკრების 8 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე

რუმინეთში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა 10 წონაში 8 ოქროს მედალი მოიპოვეს.



ჩემპიონები ანრი ხოზრევანიძე (60 კგ), რატი ხოზრევანიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), ანრი ფუტკარაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), გორ აივაზიანი (97 კგ) და რატი ტალიკიშვილი (130 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლის მფლობელი თორნიკე მიქელაძე (77 კგ) გახდა.

ბრინჯაოს მედლები კი გიორგი უერთაშვილმა (72 კგ) და ლუკა გაბისონიამ (130 კგ) მოიპოვეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი პირველი ადგილით დაასრულა.

0.106059