ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტური დრამატული გამოდგა. ლიდერმა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ „მაინცთან“ ფრედ - 2:2 ითამაშა, მიუნხენის „ბაიერნმა“ კი „კიოლნს“ 2:1 მოუგო და ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა.
„ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. დორტმუნდის „ბორუსია“ კი ბოლო გუნდი გახლავთ, რომელმაც „ბაიერნის“ ჯობნა მოახერხა, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით. დორტმუნდელები ჩემპიონები 2012 წელს გახდნენ.