ავტოსპორტი

15:04 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: „მერსედესთან“ ახალი შეთანხმება თითქმის მიღწეულია

ლუის ჰამილტონი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ „ფერარისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. უფრო მეტიც, დასძენს, რომ „მერსედესთან“ ახალი კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებული აქვს.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს გერმანულ გუნდთან ახლანდელი კონტრაქტი, ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება გავრცელებული ხმები მისი შესაძლო გადასვლის შესახებ.

„ჩემი გუნდი კულუარებში ტოტოსთან ბევრს მუშაობს. მოლაპარაკება თითქმის ბოლოშია გასული და ახალი კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია. მე კი ჩემს საქმეს ვაკეთებ, რათა გაცილებით უკეთეს პოზიციაზე დავდგე. ადრე მოლაპარაკებას თავად ვაწარმოებდი, რაც სტრესს იწვევდა. ამას აღარასდროს ვიზამ“, - ამბობს 38 წლის პილოტი.

საინტერესოა, რომ ჰამილტონთან მოლაპარაკება უარყო „ფერარის“ შეფმა ფრედ ვასერმაც, ვინც აღიარებს, რომ ჰამილტონის გადაბირება ალბათ ნებისმიერ გუნდს სურს, მაგრამ მასთან მოლაპარაკების მცდელობაც არ ყოფილა.

ჰამილტონი დასძენს, რომ „მერსედესთან“ ახალი კონტრაქტის დადებას, უახლოესი კვირების განმავლობაში აპირებს. ის ამბობს, რომ შესაძლოა, მედია უქმეობით დაიღალა, რადგან იმოლას რბოლა გაუქმდა და სათქმელი ბევრი არაფერი იყო. და მისი „ფერარისთან“ მოლაპარაკებაც, ვინმეს ფანტაზიის შედეგია. ის დასძენს, რომ „მერსედესის“ ახლანდელი ფორმა, მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ვერ იმოქმედებს.

0.120528