კალათბურთი

0:37 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ფინალი "ოლიმპიაკოსთან": მადრიდის "რეალი" ევროლიგის ჩემპიონია (+VIDEO)

მადრიდის „რეალი“ ევროლიგის ჩემპიონია. ესპანურმა გრანდმა, რომელმაც ჯერ კიდევ ბელგრადის „პარტიზანის“ ბარიერი საოცრად დრამატულად გაიარა, ახლა ფინალში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ბოლო წამზე აჯობა.

ფინალური მატჩი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ფინალს შეეფერება: ბოლომდე არაფერი იყო გარკვეული, საბოლოოდ კი „სამეფო კლუბმა“ 79:78 გაიმარჯვა და 2018 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროლიგა, ისტორიაში კი მე-11-ედ.

„რეალს“ სერხიო როდრიგესმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა და 9 პასი დააგროვა. „ოლიმპიაკოსში“ ალექსანდრ ვეზენკოვმა გაიბრწყინა 29 ქულით და 9 მოხსნით, მაგრამ ბერძნული გრანდი მარცხისგან ვერ იხსნა.

აქვე გეტყვით, რომ ევროლიგაში მესამე ადგილი „მონაკომ“ დაიკავა, რომელმაც „ბარსელონას“ 78:66 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113594