ფეხბურთი

21:42 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნს" გადაასწრო და 11 წლის შემდეგ ჩემპიონაბამდე 3 ქულა აკლია!

„დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ „ლაიფციგთან“ წაგებით ისარგებლა და გერმანიის ბუნდესლიგას ბოლო ტურის წინ სათავეში ჩაუდგა.

და, ეს ნიშნავს, რომ უდიდესი შანსია 11-წლიანი პაუზის შემდეგ „დორტმუნდი“ გერმანიის ჩემპიონი გახდეს, ისტორიაში კი მეცხრედ. ედინ ტერზიჩის გუნდმა „აუგსბურგი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მეორე ტაიმში კი ჯერ სებასტიან ალემ დუბლი შეასრულა, მერე იულიან ბრანდტმა გაიტანა - 0:3.

ამრიგად, „დორტმუნდი“ 70 ქულით ლიდერია და 2 ქულით უსწრებს „ბაიერნს“. ბოლო ტურში, 27 მაისს, „ბორუსია“ „მაინცს“ უმასპინძლებს და ალბათ, ადვილი წარმოსადგენია რა ამბავი იქნება „სიგნალ იდუნა პარკზე“, ხოლო „ბაიერნი“ „კიოლნს“ ესტუმრება.

„მაინცი“ უმოტივაციოდ სატურნირო ცხრილის შუაშია, ბოლო 3 თამაშიც წააგო და წესით, მონატრებულ ჩემპიონობასთან ასე ახლოს მყოფი „დორტმუნდი“ ვერ უნდა შეაფერხოს.

ასე რომ, „ბაიერნის“ ზედიზედ 11-წლიანი ჰეგემონია დასასრულთან ძალიან ახლოსაა. „დორტმუნდს“ ასეთი შანსი ალბათ კარგა ხანს აღარ ექნება...

„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ალე (59), 0:2 ალე (84), 0:3 ბრანდტი (90)

0.138169