ფეხბურთი

21:16 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ზალცბურგმა" კიტეიშვილის "შტურმს" გადამწყვეტი თამაში მოუგო და ავსტრიის ჩემპიონია

„ზალცბურგი“ ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეათედ გახდა. 30-ე ტურში „ზალცბურგმა“ გრაცის „შტურმი“ დაამარცხა, ერთადერთი კონკურენტი.

შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: ფრის შემთხვევაში ზალცბურგელთა სასარგებლოდ 3-ქულიანი ჰანდიკაპი შენარჩუნდებოდა, თუ ისინი მოიგებდნენ, ჩემპიონები გახდებოდნენ, ხოლო თუ ოთარ კიტეიშვილის გუნდი მოიგებდა, სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კონკურენტს ქულებით კი გაუთანაბრდებოდა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე გალიდერდებოდა და ყველაფერი მის ხელში იქნებოდა.

გრაცელები მე-40 წუთზე დაწინაურდნენ კიდევაც, მაგრამ 49-ე წუთზე გაუშვეს და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 88-ე წუთზე „ზალცბურგმა“ მეორე გოლი გაიტანა, დააქამბექა და ჩემპიონი გახდა. კიტეიშვილი 90 წუთი იყო მოედანზე და გააფრთხილეს. "ზალბურგი" სეზონის ფინიშამდე ორი ტურით ადრე "შტურმს" 6 ქულით უსწრებს, ურთიერთშეხვედრებშიც აჯობა და ამრიგად, ჩემპიონია.

„შტურმს“ მეორე ადგილი განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გარდა ამისა, გრაცელებმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის თასი მოიგეს, რაც კიტეიშვილის ავსტრიულ კარიერაში პირველი ტიტული იყო.

0.113715