ფეხბურთი

21:19 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჰერტა“ ბუნდესლიგადან გავარდა

ბერლინის „ჰერტამ“ გერმანიის უმაღლესი დივიზიონი 33-ე ტურის შემდეგ დატოვა.

ბერლინელებმა შაბათს ფრედ ითამაშეს ბოხუმთან (1:1) და ელიტაში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგეს.

ახლა ცხრილის მე-18 ადგილზე მყოფი „ჰერტა“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „გადამრჩენელ“ მე-16 ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩება.

„ჰერტას“ მთავარმა მწვრთნელმა, პალ დარდაიმ ამ პოსტზე მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი, სანდრო შვარცი შეცვალა. ეს აპრილის შუა რიცხვებში მოხდა. 44 წლის შვარცი ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩში „შალკესთან“ 2:5 წაგების შემდეგ გაათავისუფლეს.

მას შემდეგ ბერლინურმა კლუბმა გერმანიის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა, ერთი გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ წააგო და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

თეგებიჰერტა
0.114171