ჩოგბურთი

1:44 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ღია პირველობამ საპრიზო ფონდი გაზარდა

საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გამოაცხდეს, რომ წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი 12.3 პროცენტით, 49.6 მილიონ ევრომდე (დაახლოებით 54.6 მილიონი დოლარი) გაიზარდა.

ერთეულთა ტურნირების საპრიზო თანხა 9.1 პროცენტით არის გაზრდილი (წინა წელთან შედარებით). ორგანიზატორების განცხადებით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოთამაშეთა შორის საპრიზო თანხის ზრდა თანაბარი ყოფილიყო.

ერთეულებში პირველ სამ წრეში დამარცხებულების ანაზღაურება, 11-13 პროცენტით გაიზარდა. ასევე მეტ (საშუალოდ, 11.8 პროცენტით მეტს) თანხებს მიიღებენ საკვალიფიკაციო ტურნირების მონაწილეები.

მამაკაცთა და ქალთა ტურნირების ჩემპიონები 2.3-2.3 მილიონ ევროს მიიღებენ. 4-4 პროცენტით გაიზარდა მამაკაც და ქალ წყვილთა ანაზღაურება. 810 ათასი ევროა გამოყოფილი ინვალიდის სავარძლებით მოასპარეზეთათვის, რაც წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით მეტია.

საფრანგეთის ღია პირველობა 28 მაისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

0.117072