ფეხბურთი

22:22 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური გორის „დილას“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დილა“ დიდებული სერიით შეხვდა ამ თამაშს, „დინამო თბილისს“, „ტორპედოს“ და „დინამო ბათუმს“ მიჯრით მოუგო, მაგრამ „საბურთალოსთან“ 3 ქულა ვეღარ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან ახლოს იყო მოგებასთან.

„დილა“ 74-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა დააწინაურა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გურამ გოშთელიანმა გაათანაბრა, რომელმაც გორელთა მეკარის, ევგენ კურეჩენკოს შეცდომით ისარგებლა - მას ბურთი ხელიდან გაუვარდა და გოშთელიანმაც ცარიელ კარში გაიტანა.

„საბურთალო“ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო გორის „დილას“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (74), 1:1 გოშთელიანი (90)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:05 | 10.05.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

დღეს იგივეს გეგუჩაძე გააკეთებს სამტრედიაშისაინტერესოა მერე რით იმართლებს თავს

01:04 | 10.05.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2015)

გორელთა მეკარემ ისე ჩაიჯვა მატჩის ბოლოს სუნი აქ ვიგრძენი

0.111387