სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად ერთადერთი კონკურენტი „დუნაისკა სტრედა“ 3:2 დაამარცხა და პრაქტიკულად ჩემპიონია. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 89-ე წუთამდე იყო. ჩაკვემ საგოლე პასიც გააკეთა. 74-ე წუთზე მისი კუთხურის შემდეგ ანდრე გრინმა გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა.
„სლოვანმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, რომელიც ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) აქტივშია პენალტით. მან ჩაკვეტაძე შეცვალა. გიორგის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
„სლოვანი“ ლიდერია და 5 ქულით უსწრებს სწორედ „დუნაისკა სტრედას“, წინ კი მხოლოდ 2 ტურია და ჩემპიონის ტიტულთან ძალიან ახლოსაა.