ძიუდო

19:55 | 7.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც დღეს დოჰაში დაიწყო, გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

19 წლის ძიუდოისტმა, რომლისთვისაც ეს პირველი პლანეტის პირველობაა დიდებში, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 10-წუთიან ბრძოლაში 3 გაფრთხილებით აჯობა ბელგიელ იორი ვერსტრაეტენს.

ბრინჯაოს მედლამდე 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ ზამბიელი სიმონ ზული და ავსტრიელი მარკუს ოიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან თავად წააგო. ქართველმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იპონით მოუგო ყაზახ ნურკანატ სერიკბაიევს, შესაბამისად, მედლისთვის ჭიდაობის შანსი მიიღო.

დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ სარდალიშვილმა იასპარეზა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060006