თამაშგარე

12:22 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიყვარული ბელარუსიულად

ბელარუსი სუპერმოდელი, ვიქტორია რუნცოვა სამოდელო საქმეში ცნობილი და პოპულარული ქალია. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში სახელგავარდნილ ლამაზმანთა შორისაც კი ერთ-ერთი უპირველესია და მისი მორტფიალეთა უზარმაზარი არმია დაბორიალობს ჩვენს მრავლისმნახველ კონტინენტზე.

წესით და რიგით, ასეთ ქალს სხვასთან სახვეწარი და საღიჯინო არაფერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც ილარიონ შევარდნაძე იტყოდა: “სიყვარულს რას გაუგებ?!”. ვიქტორია თურმე ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ყოფილა შეყვარებული.

მოკლედ, ეს ჩვენი ვიქტორია რუნცოვა ამ რამდენიმე დღის წინ თანამემამულე ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მისი ოცნების მამაკაცი კრიშტიანუ რონალდუა და იგი მზადაა ამ ბიჭის მოსაპოვებელ ბრძოლაში ირინა შეიკსაც კი დაუპირისპირდეს. უყვარს და ძალაა?...

0.094926