თამაშგარე

10:00 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯულია სალემის უცნაური მიზნები

იტალიელი მოდელი ჯულია სალემი საზოგადოებისთვის ცნობილი იმითაა, რომ ეპატაჟურად და უთამამესად იცმევს, სხვადასხვა დიდ ღონისძიებებზე დაუპატიჟებლად მიდის და იქ ისეთ ინტერესსა და თვალების ქაჩვას იწვევს, რომ ყველას ავიწყდება ღონისძიების რეალური არსი და ყველა მის მკერდ-ბაყვ-უკანალს შესცქერის.

ამასწინათ, იტალიის ერთ-ერთ ტელე-შოუში ჯულიას ჟურნალისტმა კითხა, რატომ მოხდა ისე, რომ თავისი სტუმრობით არასოდეს “დაუფასებია“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, რაზეც სალემმა უპასუხა, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და არაა შორს ის დრო, როდესაც აპენინური ფეხბურთის ბოსებსაც მოუწამლავს გუნებას.

სხვათაშორის, ადრე იტალიაში ჭორი დადიოდა, რომ ჯულია სალემი რაკი წარმოშობით ქალაქ პიაჩენცადანააა, ამ ქალაქის კლუბის მხარდასაჭერად სახალისოდ ნიფხვის ჰაერში აფრიალებას გეგმავდა. მაგრამ როგორც ჩანს ეს გოგო საფეხბურთო კლუბ “პიაჩენცასთვის“ არ მოსცდება და მას მიზნად უფრო დიდ “ღლავებზე“ “თევზაობა“ აქვს დასახული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101048