ჩოგბურთი

1:13 | 4.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ATP ხაზის ელექტრონულ სისტემას 2025 წლიდან დანერგავს

ATP ხაზის მსაჯებს წარსულში დატოვებს - ასოციაციის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან ხაზზე ბურთის დაშვებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ელექტრონული სისტემა (ELC) მიიღებს. როგორც ATP-ს შეფი ანდრეა გაუდენცი ამბობს, ელექტრონული სისტემის წყალობით, უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ეს ჩვენს სპორტში ღირსშესანიშნავი მომენტი იქნება. და ის ჩვენ ფრთხილი განხილვების შემდეგ მივიღეთ. ჩოგბურთისთვის ტრადიცია ძირეული ფასეულობაა და მსაჯები წლების განმავლობაში, თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ და სიახლეს და ახალ ტექნოლოგიებს ვნერგავთ“, - ამბობს გაუდენცი.

ELC სისტემის გამოცდა 2017 წლიდან დაიწყო, მაგრამ პოპულარული კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გახდა. აშშ-ის და ავსტრალიის ღია პირველობებზე ის უკვე დაინერგა. მაგრამ უიმბლდონი ჯერჯერობით სიახლეს ეწინააღმდეგება. სიახლე არც როლან გაროსზე მოსწონთ. მათ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ადვილად მისაღებია, რადგან ბურთი თიხნარზე კვალს ტოვებს და მსაჯებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება რთული არაა. სამაგიეროდ, ახალი ტექნოლოგია მოთამაშეებს მოსწონთ.

თეგებიATP
0.125282