ფეხბურთი

20:15 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანი" სლოვაკეთის თასის ფინალში დამარცხდა

ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის ღირსებას გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე იცავენ, სლოვაკეთის თასის ფინალში დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ტრნავას „სპარტაკს“ შეხვდა, რომელსაც ანდრე გრინის 57-ე წუთზე გატანილი გოლით ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ბრატისლაველებმა 85-ე წუთზე გაუშვეს და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც მასპინძლებმა (ტრნავა საკუთარ მოედანზე თამაშობდა), კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.

გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გურამ კაშია და ჯაბა კანკავა მოედანზე 120 წუთის განმავლობაში იყვნენ.

„სლოვანი“ თასის ფინალში დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძვის, სადაც „დუნაისკა სტრედას“ 2 ქულით უსწრებს და 7 მაისს, სწორედ ამ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117099