ფეხბურთი

23:32 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ტორპედო" 5:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური გორში დასრულდა, სადაც „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ძალიან იოლად, 5:0 მოიგო.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა, იმერლებმა პირიქით - ყველაზე ცუდი. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, მეორე ნახევარში კი გორელებმა სტუმრებს კიდევ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

„დილამ“ 17 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ მეექვსე ადგილზე 16 ქულით დაქვეითდა, წინ კი „სამტრედიასთან“ მატჩი ელოდება.

„დილა“ – „ტორპედო“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჩიტეიშვილი (42), 2:0 გაგნიძე (46), 3:0 გეილი (59), 4:0 გეილი (70), 5:0 ცეცხლაძე (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114013